მოულოდნელი არჩევანი — ლუკაკუმ მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი დაასახელა
"ინტერის" თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვის მიიჩნევს მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდად.
"ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი? რა თქმა უნდა, კარიმ ბენზემა", - ციტირებს ბელგიელის სიტყვებს RTBF.
მოგეხსენებათ, კარიმ ბენზემა 2009 წლიდან მადრიდის "რეალში" ირიცხება.
მიმდინარე სეზონში 33 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა ესპანეთის ჩემპიონატში 30 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი პასი გააკეთა.
Transfermarkt-ის ვერსიით, ბენზემას სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 25 მილიონ ევროს შეადგენს, 27 წლის ლუკაკუს ფასი კი 90 მილიონია.