"3 კუმირი მყავს", - ლუკაკუ საყვარელი ფეხბურთელების შესახებ
მილანის "ინტერის" თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ მისთვის საყვარელი სამი გამორჩეული ფეხბურთელი დაასახელა:
"საფეხბურთო სამყაროში მყავს სამი კუმირი - ანრი, ეტო'ო და დროგბა. კონტეს დამსახურებით, შევიგრძენი ის, თუ რას გრძნობდნენ ისინი დიდი მატჩების დროს.
მადლობა მას ყველაფრისთვის. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ მანჩესტერის დატოვების შემდეგ, იტალიელი ტაქტიკოსის ხელში ინტერში საკუთარ თამაშს ვიპოვნიდი.
მისთვის, ისევე როგორც ჩემი გუნდისთვის ყოველთვის ბოლომდე ვიბრძოლებ. ქალაქ მილანში დიდი მიზნებით მოვედი", - განაცხადა ბელგიელმა.
შეგახსენებთ, რომ "ნერაძურიმ" 2020-2021 წლების სეზონის სკუდეტო გაიფორმა ოფიციალურად, პირველად, 2010 წლის შემდეგ.
ინტერმა მანჩესტერ სიტის ლუკაკუს თაობაზე საბოლოო პასუხი შეუთვალა
იუვენტუსის 9-წლიანი ჰეგემონია დაემხო! - ინტერი იტალიის ჩემპიონია