როდის გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ფინალი?

ბოლო სამ წელში მეორედ, ჩემპიონთა ლიგაზე მთლიანად ინგლისურ ფინალს ვიხილავთ.
თუ ორი წლის წინ გადამწყვეტ შეხვედრაში ერთანეთს „ლივერპული“ და „ტოტენჰემი“ დაუპირისპირდნენ და გამარჯვება კლოპის გუნდმა, 2:0 მოიპოვა.
ახლა კი, ფინალში „ჩელსი“ და „მანჩესტერ სიტი“ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
გადამწყვეტი დაპირისპირება შაბათს, 29 მაისს, თურქეთის ქალაქ სტამბოლში, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
„ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალს მესამედ ითამაშებს, „მანჩესტერ სიტი“ კი - ისტორიაში პირველად.
მეორე ინგლისური ფინალი ბოლო 3 წელიწადში! ჩელსიმ რეალს დამაჯერებლად მოუგო