ავტორიზაცია

საინტერესო ფაქტი: ჩემპიონთა ლიგის ფინალისტები ერთმანეთს ორ დღეში დაუპირისპირდებიან

საინტერესო ფაქტი: ჩემპიონთა ლიგის ფინალისტები ერთმანეთს ორ დღეში დაუპირისპირდებიან
თარიღი 06 მაი 2021, 01:10

ჩემპიონთა ლიგის ფინალისტები ერთმანეთს პრემიერ ლიგის 35-ე ტურში დაუპირისპირდებიან.

როგორც იცით, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალში ერთმანეთს „მანჩესტერ სიტი“ და „ჩელსი“ დაუპირისპირდებიან.

ბედის ირონიით, ეს ორი გუნდი ერთმანეთს ფინალში გასვლის შემდეგ პირველივე მატჩში შეხვდება. 

8 მაისს, თბილისის დროით 20:30 საათზე, „მანჩესტერ სიტი“ „ჩელსის“ საკუთარ კედლებში, პრემიერ ლიგის 35-ე ტურის მატჩში უმასპინძლებს.

კიდევ უფრო საინტერესო ის არის, რომ ამ მატჩის მოგების შემთხვევაში, „მანჩესტერ სიტი“ ინგლისის ჩემპიონობას ოფიციალურად გაინაღდებს. თუმცა, ქულები „ჩელსისაც“ სჭირდება, რომელიც ამჟამად მეოთხე ადგილზე, მაგრამ უახლოეს მდევარ „ვესტ ჰემს“ მხოლოდ 3 ქულით ასწრებს.
 

როდის გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ფინალი?