მაუნტი: "დაახლოებით ხუთი გოლის გატანა მაინც შეგვეძლო"
„ჩელსის“ ნახევარმცველმა, მეისონ მაუნტმა, „რეალის“ დამარცხებაზე და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაზე ისაუბრა.
„სიტყვებსაც ვერ ვარჩევ. დიდებული, მაგრამ რთული მატჩი იყო. „რეალი“ ბოლომდე დაიხარჯა, მაგრამ ჩვენც კარგად ვიმუშავეთ.
ალბათ, სადღაც ხუთი გოლის გატანა მაინც შეგვეძლო. წინ ორი სათასო ფინალი გველის და იმედი მაქვს, ორივეს მოვიგებთ.
ტიმოს გოლი? მას ვუთხარი, რომ ალბათ, როცა ბურთი მისკენ ეშვებოდა, ესდრო მას საუკუნედ მოეჩვენა. მის გამო ყველანი ბედნიერები ვართ.“ - აღნიშნა ინგლისელმა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალური დაპირისპირება 29 მაისს, 23:00 საათზე გაიმართება.
საინტერესო ფაქტი: ჩემპიონთა ლიგის ფინალისტები ერთმანეთს ორ დღეში დაუპირისპირდებიან