ავტორიზაცია

პირველი მწვრთნელი ისტორიაში! თომას ტუხელის დიდებული მიღწევა

პირველი მწვრთნელი ისტორიაში! თომას ტუხელის დიდებული მიღწევა
თარიღი 06 მაი 2021, 01:42

„ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „რეალს“ ორი მატჩის ჯამში 3:1 მოუგო და ფინალში გავიდა.

„პენსიონერების“ მთავარი მწვრთნელი, თომას ტუხელი კი თავისი ინდივიდუალური მიღწევით შევიდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში.

საინტერესოა, რომ ის გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ზედიზედ ორ სეზონში, ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად მიაღწია.

გასულ სეზონში, ტუხელმა გადამწყვეტ მატჩამდე „პარი სენ-ჟერმენი“ მიიყვანა, მაგრამ მიუნხენის „ბაიერნთან“ დამარცხდა.

ამ სეზონში ტუხელმა „ჩელსისთან“ ერთად მხოლოდ პლეი-ოფში მიიღო მონაწილეობა, ჯგუფური ეტაპი გუნდმა ფრენკ ლამპარდთან ერთად დაძლია.

ფინალურ შეხვედრაში „ჩელსის“ მეტოქე „სიტი“ იქნება, რომელიც ამ ტურნირის გადამწყვეტ მატჩამდე ისტორიაში პირველად მივიდა.
 

მაუნტი: "სადღაც ხუთი გოლის გატანა მაინც შეგვეძლო"