VIDEO: ასე გადაუხადეს ჩელსის ფანებმა კანტეს მადლობა - მომენტი, როცა ლონდონის მთავარი მანქანა Mini Cooper-ია
ლონდონის "ჩელსის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ნ'გოლო კანტემ მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ ორივე შეხვედრაში უბრალოდ საუცხოოდ ითამაშა.
ფრანგი ჰავბეკის ანგარიშზე იყო უამრავი სასარგებლო ქმედება, რის შედეგადაც ის სრულიად დამსახურებულად გახდა ორივე მატჩის საუკეთესო მოთამაშე.
"არისტოკრატების" გულშემატკივრები აფასებენ თავისი გუნდის შუახაზელს და ამაზე მეტყველებს ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია ფეხბურთელისა და ფანების შეხვედრა.
"ლურჯების" ქომაგები რამდენიმე წუთის განმავლობაში არ ატარებენ თავიანთი გუნდის შვიდიანის Mini Cooper S-ს და ეს ყველაფერი უბრალოდ მადლობის გადახდის ნიშნად.
შეგახსენებთ, რომ წარმოშობით მალელ ნახევარმცველს აღნიშნული ავტომობილი ჰყავს ჯერ კიდევ "ლესტერ სიტიდან" და ლეგენდის თანახმად, მის ყიდვაზე ის ჯეიმი ვარდიმ დაიყოლია.
მეორე ინგლისური ფინალი ბოლო 3 წელიწადში! ჩელსიმ რეალს დამაჯერებლად მოუგო
VIDEO: მენდიების ბრძოლას ჯერ მეკარე იგებს - ჩელსის კიპერმა ბენზემას ორი საოცარი ბურთი აუღო