ავტორიზაცია

"99%-ით გადაწყვეტილია, რომ კვარაცხელიას ზაფხულში დიდ გუნდში ვიხილავთ", - დავითაშვილი

"99%-ით გადაწყვეტილია, რომ კვარაცხელიას ზაფხულში დიდ გუნდში ვიხილავთ", - დავითაშვილი
თარიღი 06 May 2021, 16:16

ვოლგოგრადის "როტორის" შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა გადაცემა "ტაიმაუტში" ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

"რუბინში რომ ჩავედი, ქართველი არავინ იყო, შემდეგ ჩამოვიდა ხვიჩა კვარაცხელია, ბექა მიქელთაძე და ბოლოს ნიკა ყიფიანი.

ერთად უფრო გაგვიმარტივდა ადაპტაცია. ჩემი და ხვიჩას მეგობრობა ბავშვობიდან დაიწყო. 11 წლიდან ერთად ვთამაშობთ, ასაკობრივი ნაკრებების პერიოდიც ერთად გავიარეთ.

ერთმანეთი, ასე ვთქვათ, თვალდახუჭული ვიცით, როდესაც მას ჰქონდა ბურთი, ვიცოდი, სად უნდა გავხსნილიყავი და პირიქით.

შემეძლო ისე მიმეცა პასი, რომ არც შემეხედა. რაც შეეხება ხვიჩას ტრანსფერს, და თვითონაც არ საუბრობს ჯერ, თუმცა 99%-ით გადაწყვეტილია, ზაფხულში რომელიმე დიდ კლუბში ვიხილავთ".

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას სახელს უკავშირებენ არაერთ ევროპულ ტოპ-კლუბს, მათ შორის მიუნხენის "ბაიერნსა" და ტურინის "იუვენტუსს".

რაც შეეხება დავითაშვილს, როგორც გვახსოვს ის ყაზანელთა საკუთრებაა და "ლურჯ-თეთრებში" განათხოვრების წესით გამოდის.

გადამწყვეტი ბრძოლისთვის მზად! - კვარაცხელიას მოედანზე დაბრუნების თარიღი ცნობილია

"ქართველი მესი შესაძლოა მილანში გადმოვიდეს", - როსონერის ფან-კლუბი კვარაცხელიას შესახებ