"ქართველი მესი შესაძლოა მილანში გადმოვიდეს", - როსონერის ფან-კლუბი კვარაცხელიას შესახებ
Acmilanfan.ru, Il Messaggero-ზე დაყრდნობით წერს, რომ ყაზანის "რუბინის" ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა "მილანში" გადავიდეს.
"მილანი ინტერესდება ქართველი მესით და ამის გარდა, მის სახელს კიდევ ცხრა კლუბს უკავშირებენ. ესენი არიან - ბაიერნი, იუვენტუსი, ინტერი, დორტმუნდი, ნაპოლი, ატალანტა. აიაქსი, მონაკო, ლიდსი.
რუსული კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ოლეგ იაროვინსკიმ განაცხადა, რომ კვარაცხელიას გამოსასყიდი თანხა 30 მილიონი ევროა.
"ქართველმა შემტევმა რუსეთის პრემიერ ლიგის 23 შეხვედრაში გაიტანა ოთხი გოლი, ორი ბურთი გამარჯვების მომტანი გამოდგა".
აღსანინავია, რომ "როსონერის" რუსული ფან-კლუბი არ არის ერთადერთი წყარო, რომელიც "წითელ-მწვანეების" ვინგერის ევროპაში შესაძლო გადასვლის შესახებ წერს.
უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში საკმაოდ გააქტიურდა ბრიტანული პრესა, 20-წლის გარემარბის "ლიდსში" ტრანსფერის თაობაზე.
"კვარაცხელია ფერდინანდზე წინ აღმოჩნდება", - ბრიტანული პრესა ხვიჩას ლიდსში შესაძლო ტრანსფერის შესახებ
რუბინმა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება გაზარდა - რა თანხას ითხოვენ ყაზანელები?