ავტორიზაცია

"კვარაცხელია ფერდინანდზე წინ აღმოჩნდება", - ბრიტანული პრესა ხვიჩას ლიდსში შესაძლო ტრანსფერის შესახებ

"კვარაცხელია ფერდინანდზე წინ აღმოჩნდება", - ბრიტანული პრესა ხვიჩას ლიდსში შესაძლო ტრანსფერის შესახებ
თარიღი 05 May 2021, 12:04

Hitc.com-მა ყაზანის "რუბინის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას "ლიდს იუნაიტედში" შესაძლო ტრანსფერს ვრცელი სიახლე მიუძღვნა.

ინგლისურმა გამოცემამ აღნიშნა, რომ გარიგების განხორციელების შემთხვევაში, ქართველი შემტევი ღირებულების მხრივ რიო ფერდინანდის ტრანსფერზე წინ დადგება.

"რუბინი კვარაცხელიას აფასებს 30 მილიონ ევროდ, რაც ნიშნავს იმას, რომ ლიდს იუნაიტედს ის 26 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდება.

ეს დაახლოებით იმდენია, რამდენიც "თეთრებმა" გასულ ზაფხულს გადაიხადეს როდრიგოში და იმაზე მეტი, რამდენიც კლუბმა ფერდინანდის სანაცვლოდ გაიღო.

იორკშირელებსა და ქართველ შემტევს შორის არსებობს რამდენიმე დამაბრკოლებელი გარემოება, მაგალითად, სხვა კლუბების ინტერესი და ბრიტანეთში სამუშაო ვიზის მიღების საკითხი".

შეგახსენებთ, რომ "ფარშევანგებს" ესპანელი თავდამსხმელის ტრანსფერი დაუჯდათ 30 მილიონი ევრო, რაც იმ მომენტისთვის 27 მილიონი ფუნტი იყო.

რაც შეეხება ლეგენდარულ ინგლისელ ცენტრალურ მცველს, 2000-2001 წლების სეზონის დაწყების წინ, დევიდ ო'ლირის გუნდმა მის სანაცვლოდ გადაიხადა 26 მილიონი ევრო, რაც 18 მილიონი ფუნტის ექვივალენტი იყო.

რატომ გახდა კვარაცხელიას ბუნდესლიგაში გადასვლა ნაკლებად სავარაუდო?

რუბინმა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება გაზარდა - რა თანხას ითხოვენ ყაზანელები?