რატომ გახდა კვარაცხელიას ბუნდესლიგაში გადასვლა ნაკლებად სავარაუდო?
როგორც მოგეხსენებათ, ყაზანის "რუბინმა" თავის ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას დაადო 30-მილიონიანი კლაუსულა, ანუ გამოსასყიდი თანხა.
ამის შემდეგ, გამოცემა Fussballeck-ი ვარაუდობს, რომ ქართველი შემტევის ბუნდესლიგაში ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდო გახდა.
რუსული გუნდის ვინგერის სახელს უკავშირებდნენ დორტმუნდისა და მიუნხენგლადბახის "ბორუსიებს", თუმცა ორივე კლუბი ტრანსფერზე დაახლოებით 12-15 მილიონის დახარჯვას ვარაუდობდა.
რაც შეეხება მიუნხენის "ბაიერნს", 30 მილიონი ევროს გადახდა არ წარმოადგენს პრობლემას, თუმცა ამ გუნდს "წითელ-მწვანეებისთვის" ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ჩემპიონატის წარმომადგენლების გარდა, 20-წლის გარემარბის სახელს უკავშირებენ ტურინის "იუვენტუსს", "სევილიას", "ლიდსსა" და სხვებს.
"რუბინის" ხელმძღვანელობას არაერთხელ უთქვამს, რომ გუნდის 21-ე ნომრის გაყიდვა სულაც არ არის პრიორიტეტი და ეს მხოლოდ სარფიანი წინადადების მიღების შემთხვევაში მოხდება.
რუბინმა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება გაზარდა - რა თანხას ითხოვენ ყაზანელები?
სულაქველიძე: "კვარაცხელია ითამაშებს ნებისმიერ ტოპ-გუნდში, მთავარია ერთი რამ"