ავტორიზაცია

სულაქველიძე: "კვარაცხელია ითამაშებს ნებისმიერ ტოპ-გუნდში, მთავარია ერთი რამ"

სულაქველიძე: "კვარაცხელია ითამაშებს ნებისმიერ ტოპ-გუნდში, მთავარია ერთი რამ"
თარიღი 30 აპრ 2021, 13:22

თბილისის "დინამოს" ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, თენგიზ სულაქველიძემ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"კვარაცხელიამ მთავარია არ მიიღოს ტრავმა, თორემ ისეთი მონაცემები აქვს, დარწმუნებული ვარ, ევროპის ნებისმიერ მაღალი დონის გუნდში ითამაშებს".

ამის გარდა, ყოფილი ქართველი ჰავბეკი შეეხო "ჯვაროსნების" განვლილ მატჩებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციოზე:

“სანიოლის ხელში ჩვენმა ნაკრებმა განსხვავებული ფეხბურთი ითამაშა. ვერც წარმოვიდგენდი, ამ გუნდს ამდენი თუ შეეძლო. შვედეთთან და ესპანეთთან წასაგები თამაშები არ იყო.

მინიმუმ სამი ქულა უნდა გვქონოდა. გამიხარდა, რომ ჩვენი ნაკრები მხოლოდ დაცვაში არ თამაშობს. პროგნოზის გაკეთება რთული იყო – ვერ გაიგებდი, ვინ ვის მოუგებდა.

ეს მისასალმებელია. მწვრთნელმა მცირე დროში ფეხბურთელები სწორად შეარჩია და ეტყობა, რომ ზურაბ ხიზანიშვილის სახით კარგი ასისტენტიც აღმოაჩნდა".

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია ამჟამად ტრავმირებულია და ის ლაზარეთში კიდევ დაახლოებით ერთ ან ორ კვირას გაატარებს.

კვარაცხელიასთვის ბრძოლაში ორი მოულოდნელი ფავორიტი გამოიკვეთა - იტალიური პრესა

"ქინქლაძესა და კვარაცხელიას შორის უამრავ მსგავსებას ვხედავთ", - რუსული პრესის შედარება