რუბინმა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება გაზარდა - რა თანხას ითხოვენ ყაზანელები?

ყაზანის "რუბინის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას კლაუსულა, ანუ გამოსასყიდი თანხა არის არა 15 ან 20 მილიონი ევრო, არამედ 30.
აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა რუსული კლუბის ერთ-ერთმა ფუნქციონერმა, ოლეგ იაროვინსკიმ Eurostavka-სთან საუბარში:
"კვარაცხელიას სანაცვლოდ ვითხოვთ 30 მილიონ ევროს - სწორედ ასეთია ჩვენი მოთხოვნა მისი მსურველების გასაგონად", - განაცხადა რუსმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი შემტევის სახელი უკანასკნელ პერიოდში დაუკავშირეს ევროპული ტოპ-კლუბების მორიგ ნაკადს.
თავდაპირველად იწერებოდა ტურინის "იუვენტუსისა" და "ლიდს იუნაიტედის" შესახებ, მოგვიანებით კი აქტუალური გახდა "სევილიასა" და მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" ვარიანტი.
აქვე დავამატებთ, რომ "წითელ-მწვანეების" ვინგერი ამჟამად ტრავმირებულია და ის რუსეთის პრემიერ ლიგის დარჩენილ ორ მატჩს გამოტოვებს.
სულაქველიძე: "კვარაცხელია ითამაშებს ნებისმიერ ტოპ-გუნდში, მთავარია ერთი რამ"
კვარაცხელიასთვის ბრძოლაში ორი მოულოდნელი ფავორიტი გამოიკვეთა - იტალიური პრესა