ავტორიზაცია

4 კლუბი, რომელიც შესაძლოა ევროთასებიდან ორი წლით მოკვეთონ

4 კლუბი, რომელიც შესაძლოა ევროთასებიდან ორი წლით მოკვეთონ
თარიღი 06 მაი 2021, 21:30

იმ კლუბებს, რომლებმაც ევროპის სუპერლიგიდან გამოსვლაზე უარი განაცხადეს, ევროთასებიდან ორი წლით მოკვეთა ემუქრებათ, იტყობინება ავტორიტეტული გამოცემა ESPN.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ოთხ გუნდზე - "რეალი", "ბარსელონა", "იუვენტუსი" და "მილანი". სწორედ ამ კლუბებს ემუქრებათ მაქსიმალური სანქცია.

როგორც აღინიშნება, უეფამ ყველა იმ კლუბთან, რომელიც სუპერლიგაში მონაწილეობას გეგმავდა, მოლაპარაკებები გამართა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შედარებით მცირედ დაისჯებიან და საჯაროდ იტყვიან უარს სუპერლიგის შექმნაზე.

თუმცა, ჯერჯერობით, უეფამ კომპრომისს "ინტერთან" ვერ მიაღწია. "არსენალი", "ატლეტიკო", "ჩელსი", "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ტოტენჰემი" უეფას პირობებს უკვე დათანხმდნენ. 

აგრეთვე, არსებული ცნობით, სანქციების შემთხვევაში, უეფა შეიძლება სასამართლო დავას წააწყდეს. მადრიდის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანიზაცია სუპერლიგის მონაწილეებს სანქციებს ვერ დააკისრებს და ტურნირიდან ვერ მოკვეთს. უეფაში იმედი აქვთ, რომ ყველა კლუბი ოფიციალურად განაცხადებს სუპერლიგაზე უარს, რის შემდეგაც პროექტი საბოლოოდ შეჩერდება.

არავითარი ჯარიმები სუპერლიგიდან გასვლის გამო - პერესმა უკანასკნელი ბერკეტიც დაკარგა