"მანჩესტერ იუნაიტედის გაწვრთნამდე ერთი ნაბიჯი მაშორებდა", - კაპელოს ისტორია
ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ თავის დროზე შეიძლებოდა "მანჩესტერ იუნაიტედი" გაეწვრთნა.
"ემიუს" გაწვრთნამდე ერთი ნაბიჯი მაშორებდა. ამ გუნდის გაწვრთნა მინდოდა", - აცხადებს სპეციალისტი.
2001 წელს, "რომასთან" ერთად სერია ა-ს მოგების შემდეგ, ინგლისური კლუბის წარმომადგენლებს შევხვდი, თუმცა, საბოლოო ჯამში, არაფერი გამოვიდა. ფერგიუსონმა გადაწყვეტილება შეიცვალა და აღარ წავიდა", - ციტირებს კაპელოს სიტყვებს FourFourTwo.
კაპელოს კარიერის მანძილზე "რომა", "მილანი", "იუვენტუსი", "რეალი", აგრეთვე ინგლისისა და რუსეთის ნაკრებები გაუწვრთნია.
მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე, 74 წლის სპეციალისტი უმუშევარია.
"იმედი მქონდა, რომ რამეს გააკეთებდა, ის კი უბრალოდ ბევრს ლაპარაკობდა", - კაპელო ნეიმარზე