ავტორიზაცია

ტერ შტეგენი ბარსელონაში ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა

ტერ შტეგენი ბარსელონაში ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა
თარიღი 06 მაი 2021, 22:46

"ბარსელონას" მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა "დორტმუნდის" თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდის კატალონიურ გრანდში შესაძლო გადაბარგებაზე განცხადება გააკეთა.

"ერლიგის სათამაშო სტილი და გოლების გატანის უნარი მომხიბვლელია. შთამბეჭდავია, როცა ხედავ, როგორ მირბის მთელი ძალებით და მთელი სიძლიერით ურტყამს კარში", - აცხადებს გერმანელი კიპერი.

"ჰოლანდი მსოფლიოს ნებისმიერ კლუბს უკეთესს გახდის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ "დორტმუნდში" არ დარჩება. "დორტმუნდი" კარგი კლუბია, რომელიც ბოლო წლებში ბრწყინვალედ მუშაობს".

"რატომ არ უნდა დარჩეს კიდევ ერთი წლით? ეს ნამდვილად არ იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი. თუ წავა, მაშინ იმ გუნდს, სადაც აღმოჩნდება, უახლოესი 10 წლის განმავლობაში ბრწყინვალე ფორვარდი ეყოლება", - ციტირებს ტერ შტეგენის სიტყვებს Sport1.

2020/21 წლების სეზონში ჰოლანდმა "დორტმუნდის" მაისურით 38 მატჩი ჩაატარა, 37 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, 20 წლის ნორვეგიელი თავდამსხმელის სატრანსფერო ღირებულება 110 მილიონ ევროს შეადგენს.

დარჩება თუ არა მესი ბარსელონაში? - ტერ შტეგენის პასუხი