ავტორიზაცია

დარჩება თუ არა მესი ბარსელონაში? - ტერ შტეგენის პასუხი

დარჩება თუ არა მესი ბარსელონაში? - ტერ შტეგენის პასუხი
თარიღი 06 მაი 2021, 16:04

"ბარსელონას" მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ლიონელ მესის შესაძლო წასვლის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"დარჩება თუ არა მესი ბარსელონაში? არ ვიცი, საბოლოო პასუხს თავად მისგან გავიგებთ, მაგრამ როდის, ნამდვილად ვერ გეტყვით.

ცხადია, ლეოს წასვლა იქნება უდიდესი დანაკლისი, რადგან ის ჩვენი გუნდის უბრალოდ საუკეთესო და გამორჩეული ფეხბურთელია.

ძალიან გამიხარდება მისი დარჩენა - კატალონიას თავისი არგენტინელი შემტევი სჭირდება", - განაცხადა გერმანელმა კიპერმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, "ბლაუგრანას" კაპიტანი გახდება თავისუფალი აგენტი, რაც უფასოდ წასვლის შესაძლებლობას მისცემს მას.

სამხრეთ ამერიკელი თავდამსხმელის სახელს ყველაზე ხშირად უკავშირებენ ორ კლუბს - "პარი სენ-ჟერმენსა" და "მანჩესტერ სიტის".

"რეალი და ბარსელონა პრემიერ ლიგის გუნდებს კონკურენციას ვეღარ უწევენ", - კარაგერი

პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ, ბარსელონა ნეიმარის ტრანსფერზე ისევ ამუშავდა - რა თანხებზეა საუბარი რეალურად?