ავტორიზაცია

"რეალი და ბარსელონა პრემიერ ლიგის გუნდებს კონკურენციას ვეღარ უწევენ", - კარაგერი

"რეალი და ბარსელონა პრემიერ ლიგის გუნდებს კონკურენციას ვეღარ უწევენ", - კარაგერი
თარიღი 06 მაი 2021, 15:53

"ლივერპულის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა მადრიდის "რეალისა" და "ბარსელონას" სისუსტეს გაუსვა ხაზი:

"კმაყოფილი ვარ, რადგან ჩემპიონთა ლიგამ აჩვენა, თუ რა მაღალ დონეზე დგას ინგლისური ფეხბურთი დღესდღეობით.

ისეთი გიგანტებიც კი, როგორებიც არიან რეალი და ბარსელონა, უბრალოდ ვეღარ უწევენ პრემიერ ლიგის გუნდებს კონკურენციას.

ჩელსიმ უბრალოდ შეჭამა მადრიდი, იგივე ითქმის მან სიტისა და პარი სენ-ჟერმენის დუელზე. სხვაობა უდიდესია, ეს ნათლად გამოჩნდა.

გვარდიოლა, კლოპი, ტუხელი...როგორც ვხედავთ, ეპლ-ში იკრიბებიან საუკეთესოები და სხვები მათ მომავალში კიდევ უფრო ჩამორჩებიან".

შეგახსენებთ, რომ სამი წლის განმავლობაში მეორედ, ჩემპიონთა ლიგის ფინალი ინგლისური იქნება. მანჩესტერელებსა და ლონდონელებამდე, 2019-ში მაყურებელმა "ლივერპული"-"ტოტენჰემი" იხილა.

ანრიმ და კარაგერმა დაასახელეს ფეხბურთელები, რომლებიც პრემიერ ლიგის დიდების დარბაზში შესვლას იმსახურებენ

"სალაჰი, მანე, ფირმინოს ტრიო დასაშლელია", - კარაგერი