"სალაჰი, მანე, ფირმინოს ტრიო დასაშლელია", - კარაგერი
"ლივერპულის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა განაცხადა, რომ მის მშობლიურ კლუბს თავდასხმაში ახალი სისხლი სჭირდება:
"ხალხი საუბრობს ლივერპულის პრობლემების შესახებ დაცვაში, თუმცა ამ გუნდის სუსტი წერტილი არის თავდასხმა და არა უკანახაზი.
სალაჰი, მანე, ფირმინოს ტრიო დასაშლელია, რადგან ფეხბურთის სამყაროში ამდენ ხანს ვერცერთი შემტევი სამეული ვერ ძლებს.
ისინი ერთად თამაშობენ უკვე ოთხი თუ ხუთი წელია და ცხადია, რომ მერსისაიდის წინახაზს სასწრაფოდ ახალი სისხლი სჭირდება.
ერთ ადგილზე გაჩერება არასდროს არის კარგის მომტანი, ეს შემადგენლობის გადახალისების საკითხსაც ეხება", - განაცხადა ინგლისელმა.
შეგახსენებთ, რომ "წითლები" 54 ქულით არიან მეშვიდე ადგილზე, ჩემპიონთა ლიგის ზონამდე კი მათ ამ დროისთვის შვიდი ქულა აშორებთ.
ლივერპულისთვის მომწიფებული? - ჯერარდის საოცარი მიღწევა რეინჯერსთან ერთად
"მანჩესტერმა და ლივერპულმა პრემიერ ლიგიდან მოღალატეებივით გაქცევა მოინდომეს", - ნევილი