ლივერპულისთვის მომწიფებული? - ჯერარდის საოცარი მიღწევა რეინჯერსთან ერთად
შოტლანდიის პრემიერ ლიგის დასრულებამდე რჩება ორი ტური, თუმცა ჩემპიონის ვინაობა უკვე დიდი ხნის წინ არის გარკვეული.
სატურნირო ცხრილს 96 ქულით ლიდერობს "გლაზგო რეინჯერსი", რომელიც უახლოეს მდევარს, მეზობელ "სელტიკს" 23 ქულით უსწრებს.
შოტლანდიის ჩემპიონატში ჩატარებული 36 შეხვედრის შემდეგ, "ლურჯების" მონაგარი შეადგენს 30 გამარჯვებასა და ექვს ფრეს, წაგების გარეშე.
რაც შეეხება ბურთების შეფარდებას, 85 გატანილი და 13 გაშვებული. როგორც ვხედავთ, სტივენ ჯერარდი "ჩაფრებში" დიდ სახელს ტოვებს.
შეგახსენებთ, რომ ევროპული პრესა აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ "ლივერპულის" მომავალი მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპის შემდეგ, სწორედ ინგლსიელი იქნება.
ფოტო: მოურინიომ ჩვეულ სტილში ჯერარდი დატროლა
"იმედია, უეფა ამას არ მიჩქმალავს", - სტივენ ჯერარდმა გაბრაზება ვერ დამალა