ავტორიზაცია

ზაფხულისთვის რეალის სატრანსფერო სამიზნეები ცნობილია

ზაფხულისთვის რეალის სატრანსფერო სამიზნეები ცნობილია
თარიღი 06 მაი 2021, 23:14

ცნობილი გახდა, თუ რა ცვლილებების მოხდენას გეგმავს "რეალი" უახლოეს სატრანსფერო ფანჯარაზე, წერს Mundo Deportivo.

ავტორიტეტული ესპანური გამოცემის თანახმად, მადრიდელები მზად არიან ისკო, მარსელო, ოდრიოსოლა, იოვიჩი, მარიანო და სებალოსი გაყიდონ.

როგორც აღინიშნება, "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობას სახელფასო ჭერის გადატვირთვა სურს და ზემოთნახსენები ფეხბურთელებიდან რომელიმეს გასხვისება.

აგრეთვე, "რეალი" ამ ზაფხულს დავიდ ალაბას დამატებას აპირებს, რომელიც გუნდს უფასოდ შეუერთდება. კლუბში განიხილავენ კილიან მბაპეს, ერლინგ ჰოლანდის, ედუარდო კამავინგას, პაუ ტორესისა და ჟიულ კუნდეს დამატებასაც.

34 ტურის შემდეგ, "რეალი" ლა ლიგაში 74 ქულით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილს იკავებს. ლიდერ "ატლეტიკოს" ზინედინ ზიდანის შეგირდები 2 ქულით ჩამორჩებიან. საინტერესოა, რომ "ბარსელონას" აქტივშიც 74 ქულაა და მე-3 პოზიციაზეა.

ზიდანი, გვარდიოლა, კლოპი, სიმეონე, მოურინიო, ანჩელოტი - რა აქვთ საერთო ამ 6 მწვრთნელს ერთმანეთთან?