ავტორიზაცია

ზიდანი, გვარდიოლა, კლოპი, სიმეონე, მოურინიო, ანჩელოტი - რა აქვთ საერთო ამ 6 მწვრთნელს ერთმანეთთან?

ზიდანი, გვარდიოლა, კლოპი, სიმეონე, მოურინიო, ანჩელოტი - რა აქვთ საერთო ამ 6 მწვრთნელს ერთმანეთთან?
თარიღი 06 მაი 2021, 12:35

ზინედინ ზიდანი, ხოსეპ გვარდიოლა, იურგენ კლოპი, დიეგო სიმეონე, ჟოზე მოურინიო, კარლო ანჩელოტი - რა აქვთ საერთო მათ ერთმანეთთან?

ექვსივე მათგანი უკანასკნელი ოთხი თვის განმავლობაში დამარცხდა ტომას ტუხელთან, ანუ გერმანელი სპეციალისტის ლონდონის "ჩელსიში" დანიშნვის შემდეგ.

მადრიდის "რეალსა" და "ატლეტიკოს" "არისტოკრატებმა" აჯობეს ჩემპიონთა ლიგაზე, "მანჩესტერ სიტის", "ლივერპულს", "ტოტენჰემსა" და "ევერტონს" კი ინგლისში.

ამის გარდა, "ლურჯებმა" ახალი ტაქტიკოსის მეთაურობით 24 შეხვედრიდან 18 ჩაატარეს უგოლოდ, ჯამში სულ რაღაც 10 გაშვებული ბურთით.

შეგახსენებთ, რომ ალემანიელმა დამრიგებელმა "სტემფორდ ბრიჯის" ბინადრები გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, პრემიერ ლიგაში კი ისინი მე-9 ადგილიდან 4-მდე აღზევდნენ.

VIDEO: ასე გადაუხადეს ჩელსის ფანებმა კანტეს მადლობა - მომენტი, როცა ლონდონის მთავარი მანქანა Mini Cooper-ია

პირველი მწვრთნელი ისტორიაში! თომას ტუხელის დიდებული მიღწევა