ავტორიზაცია

რეალის ფეხბურთელების აზრით, ზაფხულში ზიდანი გუნდს დატოვებს - GOAL.COM

რეალის ფეხბურთელების აზრით, ზაფხულში ზიდანი გუნდს დატოვებს - GOAL.COM
თარიღი 06 მაი 2021, 23:18

"რეალის" ფეხბურთელები ფიქრობენ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი კლუბს დატოვებს, წერს Goal.com.

ავტორიტეტული გამოცემის თანახმად, როგორც კლუბში მიიჩნევენ, ფრანგი სპეციალისტი დატვირთული კალენდარითა და პრესის მხრიდან კრიტიკით დაიღალა.

გარდა ამისა, ზოგიერთი ფეხბურთელი ზიდანს მხარს არ უჭერს, რადგან "რეალში" თავიანთი როლებით უკმაყოფილონი არიან.

34 ტურის შემდეგ, "რეალი" ლა ლიგაში 74 ქულით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილს იკავებს. ლიდერ "ატლეტიკოს" ზინედინ ზიდანის შეგირდები 2 ქულით ჩამორჩებიან. საინტერესოა, რომ "ბარსელონას" აქტივშიც 74 ქულაა და მე-3 პოზიციაზეა.

მადრიდული გრანდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერ გავიდა, 1/2 ფინალში გუნდი ორი მატჩის ჯამში "ჩელსისთან" (1:3) დამარცხდა.

ზაფხულისთვის რეალის სატრანსფერო სამიზნეები ცნობილია