"ჩემზე ბევრი მოსაზრება წავიკითხე", - აზარმა რეალის ფანებს ბოდიში მოუხადა
მადრიდის „რეალის“ შემტევმა, ედენ აზარმა, მადრიდული გუნდის ქომაგების წინაშე მოიბოდიშა.
„ბოდიშს ვიხდი. დღეს ჩემს შესახებ ბევრი მოსაზრება წავიკითხე. თუმცა, „რეალის“ ქომაგების წყენინება ნამდვილად არ მდომებია.
„რეალში“ თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი და აქ მოსაგებად ჩამოვედი. სეზონი ჯერ არ დასრულებულა, ყველამ ერთად ლა ლიგისთვის უნდა ვიბრძოლოთ! Hala Madrid!”, - წერს აზარი „ინსტაგრამში“.
როგორც იცით, „ჩელსისთან“ დამარცხებისა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან გავარდნის შემდეგ, აზარმა თავისი ყოფილი თანაგუნდელები მოინახულა და მათთან ერთად სტადიონზევე გულიანად იცინოდა, რამაც მადრიდელი ქომაგების უკმაყოფილება გამოიწვია.
"აზარი არაპროფესიონალურად მოიქცა", - კურტუას მამა
VIDEO: უცნაური კადრები - ედენ აზარს რეალის გავარდნის შემდეგ დამწუხრებულის არაფერი ეტყობოდა