ავტორიზაცია

"ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებიდან, ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეები საქართველოს ჰყავს", - გრიგალავა

"ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებიდან, ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეები საქართველოს ჰყავს", - გრიგალავა
თარიღი 07 მაი 2021, 11:07

ტულის "არსენალის" ცენტრალურმა მცველმა, გია გრიგალავამ თავისი კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში ისაუბრა არაერთ საინტერესო საკითხზე. გთავაზობთ ყველაზე გამორჩეულ მომენტებს.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგებული ფინალი

"ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრის შემდეგ, გვიწევდა კიდევ ორი მატჩი, სომხეთსა და ესტონეთთან, თუმცა იმ მომენტში განადგურებულები ვიყავით. ოცნება გაგვისხლდა ხელიდან და ჩვენი ქვეყნისთვის ეს გამარჯვება ნაციონალური ზეიმი იქნებოდა. იმედია, მომავალში უფრო გაგვიმართლებს".

ძველი დინამო თბილისი

"ქართული ფეხბურთის მთავარ წარმატებად რჩება დინამოს ჩემპიონობა თასების თასზე 1981 წელს. იმ დროს იყო ფეხბურთის ბუმი. მოთამაშეებს გვარები არ ეწერათ ზურგზე და მათ ეს არ სჭირდებოდათ, იცით რატომ? ხალხი მათ ისედაც ცნობდა. ყიფიანი, ჩივაძე, გუცაევი, დარასელია, უფრო ადრე კი მესხი. მინდა გამოვარჩიო კალაძეც, რომელმაც მილანთან ერთად ყველაფერი მოიგო".

ხვიჩა კვარაცხელია

კვარაცხელია ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. ის აუცილებლად ითამაშებს ტოპ-კლუბში, მინდა ხვიჩას ვუსურვო წარმატება და მალე გამოჯანმრთელება. ჩემი აზრით, ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებიდან, ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეები საქართველოს ჰყავს", - განაცხადა "ჯვაროსნების" უკანახაზელმა.

ორწლიანი დისკვალიფიკაცია თუ უფრო მსუბუქი სასჯელი? - გრიგალავას განაჩენი გამოუტანეს

ბრწყინვალე თამაში: როგორი იყო გია გრიგალავას სტატისტიკა დღევნდელ მატჩში?