ორწლიანი დისკვალიფიკაცია თუ უფრო მსუბუქი სასჯელი? - გრიგალავას განაჩენი გამოუტანეს
როგორც მოგეხსენებათ, მოსკოვის "ცსკა"-სა და ტულის "არსენალის" შეხვედრის დასრულების შემდეგ, გია გრიგალავა და გურამ აჯოევ-უმცროსი მეტოქე გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრებს "შუბლის გახვრეტით" დაემუქრნენ.
პრესაში აგრეთვე ვრცელდებოდა "თავის გატეხვისა" და "ყურების ახევის" ვერსიებიც. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველ და რუს მოთამაშეებს ორწლიანი ბანი ემუქრებოდათ.
დისციპლინარულმა კომიტეტმა აღნიშნული საქმე შეისწავლა და "მეთოფეთა" ფეხბურთელები სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
თანაც ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ გრიგალავა და აჯოევ-უმცროსი გამოტოვებენ მხოლოდ სათასო შეხვედრებს, შიდა ჩემპიონატზე სასჯელი არ ვრცელდება.
დისციპლინარულმა კომიტეტმა დაამტკიცა, რომ ჩხუბს არ ჰქონია ადგილი და მხარეები მხოლოდ შეკამათებით შემოიფარგლნენ.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ცენტრალური მცველი "კანონირებში" თამაშობს 2017 წლიდან და მის ანგარიშზე 89 მატჩში 3 გოლია.
გამოძიება დაწყებულია - გრიგალავას ორწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
VIDEO: მატჩი, რომლის დასრულების შემდეგ, გრიგალავა ოლიჩს შუბლის გახვრეტით დაემუქრა