ავტორიზაცია

VIDEO: მატჩი, რომლის დასრულების შემდეგ, გრიგალავა ოლიჩს შუბლის გახვრეტით დაემუქრა

თარიღი 09 Apr 2021, 10:33

რუსეთის თასის 1/4 ფინალის ფარგლებში ტულის "არსენალმა" მიიღო მოსკოვის "ცსკა", რომელთანაც განიცადა მარცხი, 1:2.

"მეთოფეების" შემადგენლობაში თამაშობდა გია გრიგალავა, რომელმაც მოედანზე გაატარა თითქმის 90 წუთი, ის შეცვალეს.

აღნიშნულ შეხვედრაში ყველაფერი საინტერესო მოხდა უშუალოდ დასრულების შემდეგ, როდესაც ქართველი ცენტრალური მცველი "არმიელების" სამწვრთნელო შტაბს, ივიცა ოლიჩის ხელმძღვანელობით "შუბლის გახვრეტით" დაემუქრა.

"კანონირების" უკანახაზელთან ერთად, აქტიურობდა გურამ აჯოევ-უმცროსიც, რომელიც კლუბის პრეზიდენტის შვილია.

ეს ინფორმაცია გაავრცელა Championat.com-მა და ისიც დაადასტურა, რომ მხარეები მალევე გააშველეს. გთავაზობთ ამ მატჩის ვიდეო მიმოხილვას.

მარტივი გამარჯვება და გია გრიგალავას წლის პირველი გოლი

გრიგალავამ გულმკერდის არეში ტრავმა მიიღო და კონტუზია აქვს