გამოძიება დაწყებულია - გრიგალავას ორწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
Championat.com-ის ინფორმაციით, ტულის "არსენალისა" და მოსკოვის "ცსკა"-ს შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს შორის მოხდა კონფლიქტი.
"მეთოფეების" ფეხბურთელები, გია გრიგალავა და გურამ აჯოევ-უმცროსი "არმიელთა" სამწვრთნელო შტაბს "შუბლის გახვრეტით" დამეუქრნენ.
სხვადასხვა რუსულ წყაროებში ვრცელდება განსხვავებული ვერსიები და "შუბლის გახვრეტის" ნაცვლად მოყვანილია "თავის ქალის დამტვრევა".
აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ქართველ ცენტრალურ მცველს შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეექმნას.
იგივე წყაროს თუ დავუჯერებთ, რუსული გუნდის ორივე მოთამაშეს ემუქრება ორწლიანი (!) დისკვალიფიკაცია, მიზეზი - ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობა/მიყენება.
ასევე იხილეთ:
VIDEO: მატჩი, რომლის დასრულების შემდეგ, გრიგალავა ოლიჩს შუბლის გახვრეტით დაემუქრა