ისტორიაში მხოლოდ მესამე ფეხბურთელი - კავანიმ ევროპა ლიგაზე რეკორდი დაამყარა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა, ედინსონ კავანიმ, „რომასთან“ საპასუხო მატჩში დუბლი მიითვალა და თავის გუნდს ევროპა ლიგის ფინალში გასვლაში დაეხმარა.
იტალიურ გუნდთან პირველ დაპირისპირებაში, რომელიც მანკუნიანელებმა 6:2 მოიგეს, კავანიმ ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. საპასუხოშო კი, თავი ორი გოლით გამოიჩინა, „მანჩესტერი“ კი 2:3 დამარცხდა.
Futball Ward-ის ინფორმაციით, კავანი გახდა ევროპა ლიგის ისტორიაში მესამე ფეხბურთელი, რომელმაც ტურნირის ორმატჩიან ნახევარფინალურ დაპირისპირებაში 4 ან მეტი გოლის გატანა მოახერხა.
აქამდე, ეს მხოლოდ რადამელ ფალკაოს (2011, „პორტუ“) და პიერ-ემერიკ ობამეიანგს (2019, „არსენალი“) ჰქონდათ გაკეთებული.
ევროპა ლიგის ფინალში კავანი და მისი „მანჩესტერი“ „ვილიარეალს“, 26 მაისს დაუპირისპირდებიან.
უხვგოლიანი სანახაობა ოლიმპიკოზე! რომამ გაიბრძოლა და მოიგო კიდევ, მაგრამ მანჩესტერი ფინალშია