ავტორიზაცია

მადრიდელთა მოთმინება ამოიწურა - რეალმა ედენ აზარს ფასი დაადო

მადრიდელთა მოთმინება ამოიწურა - რეალმა ედენ აზარს ფასი დაადო
თარიღი 07 მაი 2021, 17:33

ცნობილი გახდა თანხა, რომლის გამომუშავებაც „რეალს“ ედენ აზარის გაყიდვით სურს.

ABC-ს ინფორმაციით, „სამეფო კლუბს“ მოთმინება ამოეწურა და ბელგიელ ფეხბურთელთან განშორება გადაწყვიტა. თუ ამ ზაფხულს რომელიმე კლუბი მასში 50 მილიონ ევროს გადაიხდის, „რეალი“ გაყიდვას დათანხმდება.

ორი დღის წინ, „რეალი“ „ჩელსისთან“ დამარცხდა, რომელიც აზარის ყოფილი გუნდია. მატჩის დასრულების შემდეგ, ბელგიელი ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად კარგ განწყობაზე ჩანდა და მოედანზევე იცინოდა, რამაც მადრიდელთა ქომაგების განრისხება გამოიწვია.

თუმცა, Marca წერს, რომ „რეალის“ ეს გადაწყვეტილება აზარის ამ ქმედებას არ გამოუწვევია, კლუბს მისით მოთმინება უკვე რამდენიმე კვირის წინ ამოეწურა. 

ესპანეთის დედაქალაქში გადასვლის შემდეგ, აზარი ძირითადად ტრავმებს ებრძვის, ზაფხულის არდადეგების შემდეგ გუნდში ჭარბი წონით ბრუნდბეა.

"ჩემზე ბევრი მოსაზრება წავიკითხე", - აზარმა რეალის ფანებს ბოდიში მოუხადა

VIDEO: უცნაური კადრები - ედენ აზარს რეალის გავარდნის შემდეგ დამწუხრებულის არაფერი ეტყობოდა