ავტორიზაცია

აგუერო თუ დეპაი? - კუმანისა და ბარსელონას ხელმძღვანელობის აზრები ორად იყოფა

აგუერო თუ დეპაი? - კუმანისა და ბარსელონას ხელმძღვანელობის აზრები ორად იყოფა
თარიღი 07 მაი 2021, 20:41

"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს "ლიონის" თავდამსხმელის, მემფის დეპაის შეძენა უნდა, წერს Marca.

ავტორიტეტული გამოცემის თანახმად, ჰოლანდიელ სპეციალისტს გუნდში 27 წლის თანამემამულის ხილვა სურს.

მიუხედავად ამისა, კლუბის ხელმძღვანელობას "მანჩესტერ სიტის" ფორვარდ სერხიო აგუეროს დამატება ურჩევნია, რადგან არ არის დარწმუნებული იმაში, რომ დეპაი "ბარსას" მოერგება.

"ლიონთან" მემფისს მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

მიმდინარე სეზონში დეპაიმ საფრანგეთის ჩემპიონატში 35 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა.

"ბარსამ ნეიმართან ერთად დიდ სიმაღლეებს მიაღწია", - კუმანმა გვარდიოლას განცხადებას უპასუხა