ავტორიზაცია

ოფიციალურად: სუპერლიგის 12 კლუბიდან 9 უეფასთან გარიგებაზე წავიდა

ოფიციალურად: სუპერლიგის 12 კლუბიდან 9 უეფასთან გარიგებაზე წავიდა
თარიღი 07 მაი 2021, 22:03

უეფამ ევროპის სუპერლიგაში მონაწილეობის მისაღებად შეკრებილი 9 კლუბის რეინტეგრაციის ზომები დაამტკიცა.

12 კლუბიდან 9 - "არსენალი", "მილანი", "ჩელსი", "ატლეტიკო", "ინტერი", "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ტოტენჰემი" - უეფას რეინტეგრაციის თაობაზე შეუთანხმდა.

თითოეული კლუბი, კერძოდ:

– უპირობოდ აღიარებს და იღებს უეფას წესდების სავალდებულო ხასიათს;

– მონაწილეობას მიიღებს ყველა სეზონში უეფას ნებისმიერ საკლუბო ტურნირში, როცა კლუბი სპორტულ საფუძველზე კვალიფიკაციას მიიღებს;

– კვლავ უერთდება ევროპული კლუბების ასოციაციას, რომელიც უეფას მიერ აღიარებული კლუბების ერთადერთი წარმომადგენლობითი ორგანოა;

– ყველა ნაბიჯს გადადგამს სუპერლიგიდან გამოსვლისთვის;

– კეთილი ნების ჟესტის სახით, სხვა კლუბებთან ერთად, 15 მილიონი ევროს შემოწირულობას გააკეთებს, რომელიც ბავშვების, ახალგაზრდებისა და მთელ ევროპაში ადგილობრივი ფეხბურთის საზოგადოების სასიკეთოდ იქნება გამოყენებული;

– ერთ სეზონში უეფას საკლუბო ტურნირებიდან მიღებული თანხის 5 პროცენტი დააკლდება;

– თანახმანი არიან დიდ ჯარიმებზე, თუ ასეთ არასანქცირებულ ტურნირში მონაწილეობის მიღებას მოისურვებენ (100 მილიონი ევრო) ან დაარღვევენ ნებისმიერ სხვა ვალდებულებას, რომელიც დეკლარაციაშია მოცემული (50 მლნ ევრო).

ცნობისთვის, "რეალი", "იუვენტუსი" და "ბარსელონა", ამ 9 კლუბისგან განსხვავებით, სუპერლიგიდან არ გამოსულან. მათ შესახებ გადაწყვეტილებას უეფას დისციპლინური კომიტეტი მიიღებს.

ცნობილია ის 3 კლუბი, რომელმაც სუპერლიგა არ დატოვა - რა ბედი ეწევათ მათ?