9 საფეხბურთო კლუბი სიაში — Forbes-მა ყველაზე ძვირადღირებული სპორტული კლუბების რეიტინგი შეადგინა
ავტორიტეტულმა ჟურნალმა Forbes-მა დღესდღეობით ყველაზე ძვირადღირებული 50 სპორტული კლუბის რეიტინგი შეადგინა.
ასე და ამგვარად, სიაში მოხვდა 9 საფეხბურთო კლუბი. ღირებულების მიხედვით, პირველ ათეულში მოხვდნენ "ბარსელონა", "რეალი" და "ბაიერნი".
"ბარსელონა" მე-4 ადგილზე მოგვევლინა — € 3,91 მლრდ;
"რეალი" მე-5 ადგილს იკავებს — € 3,9 მლრდ;
"ბაიერნი" მე-10 ადგილს იკავებს — € 3,46 მლრდ;
"მანჩესტერ იუნაიტედი" მე-11 ადგილს იკავებს — € 3,45 მლრდ;
"ლივერპული" მე-12 ადგილს იკავებს — € 3,37 მლრდ;
"მანჩესტერ სიტი" მე-13 და მე-14 ადგილებს იკავებს — € 3,29 მლრდ;
"ჩელსი" 25-ე და 27-ე ადგილებს იკავებს — € 2,63 მლრდ;
"არსენალი" 38-ე ადგილს იკავებს — € 2,3 მლრდ;
"პსჟ" 43-ე და 45-ე ადგილებს იკავებს — € 2,06 მლრდ.
უნდა აღინიშნოს, რომ 50 ყველაზე ძვირადღირებული სპორტული კლუბის რეიტინგს სათავეში ამერიკული ფეხბურთის წარმომადგენელი უდგას — "დალასი" (აშშ, € 4,69 მლრდ).