ავტორიზაცია

"შეხვედრის შემდეგ ვესაუბრე იმაზე, რომ ბოდიში მოეხადა", - ზიდანი აზარის საქციელს გამოეხმაურა

"შეხვედრის შემდეგ ვესაუბრე იმაზე, რომ ბოდიში მოეხადა", - ზიდანი აზარის საქციელს გამოეხმაურა
თარიღი 08 May 2021, 21:32

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგაზე "ჩელსისთან" (0:2) გამართული საპასუხო 1/2 ფინალური მატჩის შემდეგ თავდამსხმელ ედენ აზარის სანქციელზე კომენტარი გააკეთა.

მოგეხსენებათ, ფინალური სასტვენის შემდეგ, ბელგიელი ყოფილი გუნდის ფეხბურთელებთან მივიდა და მათთან ერთად იცინოდა.

"თამაშის შემდეგ აზარს ვესაუბრე იმაზე, რომ ბოდიში მოეხადა. მორჩა და გათავდა. ასე მოხდა. აზარმა ბოდიში მოიხადა და ახლა ყველაფერი კარგადაა. არავისთვის არ აპირებდა ზიანის მიყენებას", - ციტირებს ზიდანის სიტყვებს El Mundo Deportivo.

აზარმა გულშემატკივრებს სოციალური ქსელის მეშვეობით მოუბოდიშა: "ბოდიშს ვიხდი. დღეს ჩემს შესახებ ბევრი მოსაზრება წავიკითხე. თუმცა, „რეალის“ ქომაგების წყენინება ნამდვილად არ მდომებია. 

"რეალში" თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი და აქ მოსაგებად ჩამოვედი. სეზონი ჯერ არ დასრულებულა, ყველამ ერთად ლა ლიგისთვის უნდა ვიბრძოლოთ! Hala Madrid!".

30 წლის ბელგიელი "სამეფო კლუბში" "ჩელსიდან" 2019 წლის 7 ივნისს გადავიდა. ლონდონური კლუბის რიგებში მან ინგლისის ჩემპიონატი ორჯერ მოიგო, ინგლისის თასსა და ლიგის თასს დაეუფლა, აგრეთვე ევროპა ლიგის ტიტული ორჯერ დაისაკუთრა.

"ჩემზე ბევრი მოსაზრება წავიკითხე", - აზარმა რეალის ფანებს ბოდიში მოუხადა