VIDEO: მიქაუტაძის და სერენის ფეხბურთელების ემოციები იუპილერ ლიგაში აღზევების შემდეგ
ბელგიაში დასრულდა იუპილერ ლიგის პლეი-ოფი, რომლის გამარჯვებული გახდა გიორგი მიქაუტაძის "სერენი", რომელმაც "ვაასლანდ-ბევერენი" სტუმრად 2:5 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გუნდების პირველი მატჩი დასრულდა 1:1 და გარკვეული უპირატესობა იყო "ბევერენის" მხარეს, თუმცა "სერენმა" თავის საუკეთესო თამაში აჩვენა.
რაც შეეხება ქართველ თავდამსხმელს, მან გაიფორმა დუბლი და გააკეთა საგოლე გადაცემა. ერთი სიტყვით, "მაინცის" საკუთრებაში მყოფმა ფორვარდმა "სერენის" აღზევებაში უდიდესი როლი ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ 20-წლის შემტევი ახალ სეზონში დაიწყებს სწორედ "მეცში" და არა "სერენში". გთავაზობთ ჟორჟის ემოციურ ლაივს მატჩის დასრულების შემდეგ.
მიქაუტაძის ტურის სიმბოლურში მოხვედრა და დაპირება: "ომი გრძელდება!"
"გოლის აღნიშვნა 3 სტილში" - სერაინი მიქაუტაძის გოლს ეხმაურება