ავტორიზაცია

უიშვიათესი მოვლენა! უკანასკნელად როდის ვერ გაუტანა მესიმ მთელ სეზონში ვერც რეალს და ვერც ატლეტიკოს?

უიშვიათესი მოვლენა! უკანასკნელად როდის ვერ გაუტანა მესიმ მთელ სეზონში ვერც რეალს და ვერც ატლეტიკოს?
თარიღი 09 მაი 2021, 10:44

ლა ლიგის 35-ე ტურის მატჩი „ბარსელონა“ „ატლეტიკო“ „კამპ ნოუზე“ ფრედ, 0:0 დასრულდა.

ეს სეზონი ლა ლიგაში ცოტა არ იყოს უცნაური აღმოჩნდა. „ბარსელონამ“ თავის მთავარ კონკურენტებთან, მადრიდის „რეალსა“ და „ატლეტიკოსთან“ 4 მატჩში 12 შესაძლოდან მხოლოდ 1 ქულა აიღო.

გარდა ამისა, ლეო მესიმ მთელ სეზონში, ანუ ოთხივე მატჩში ვერცერთხელ ვერ შეძლო „რეალის“ ან/და „ატლეტიკოს“ კარის აღება.

უკანასკნელად მსგავსი რამ შორეულ 2005/06-სეზონში მოხდა, როცა მესიმ ლა ლიგის სრულ სეზონში ვერცერთ მადრიდულ გრანდს ვერ გაუტანა.

მას შემდეგ, ლეო სეზონში როგორც მინიმუმ ერთ გოლს მაინც სულ უტანდა ხოლმე „რეალს“ ან/და „ატლეტიკოს“, ხშირად კი ერთზე გაცილებით მეტსაც.

დღეს ლა ლიგაში გადამწყვეტი მატჩის დღეა - „რეალი“ შინ „სევილიას“ მასპინძლობს და გამარჯვების შემთხვევაში, ცხრილში გალიდერდება და ჩემპიონობის ბედი მის ხელში გადავა.

უგოლო ფრე კამპ ნოუზე - ლა ლიგის ჩემპიონობის ბედი მადრიდის რეალის ხელში გადავიდა