ავტორიზაცია

"მართლა ძალიან ვწუხვარ", - ობამეიანგმა ქომაგების წინაშე მოიბოდიშა

"მართლა ძალიან ვწუხვარ", - ობამეიანგმა ქომაგების წინაშე მოიბოდიშა
თარიღი 09 მაი 2021, 15:19

ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა, ქომაგებს ევროპა ლიგიდან გავარდნის გამო მოუბოდიშა.

ევროპა ლიგის ნახევარფინალში, ლონდონური გუნდი ორი მატჩის ჯამში „არსენალთან“ 2:1 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. გუშინ კი, გუნდმა ყველანაირი გზით დაკარგა ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი.

„პირველ ტაიმში ყველანაირად ვცდილობდით საკუთარი რითმის პოვნას და მეტოქეს საკმარისი პრობლემა ვერ შევუქმენით. როცა შანსი იყო, იღბალმა ზურგი გვაქცია.

მეორე ნახევარი გაცილებით ინტენსიურად დავიწყეთ და მეტოქეზე ზეწოლაც მოვახდინეთ, მაგრამ ეს დრაივი ბოლომდე ვერ შენარჩუნდა და ვერც შემდეგ ეტაპზე გავედით.

ტურნირიდან გავარდნით ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. ქომაგებისთვის ეს ძალიან რთული სეზონი იყო და მათთვის რაღაც დადებითის ჩუქება გვინდოდა. მართლა ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ვერ გავაკეთეთ.“ - აღნიშნა ლონდონური გუნდის კაპიტანმა.
 

არსენალმა ლიგაზე გასვლის შანსი ოფიციალურად დაკარგა - უკანასკნელად როდის ითამაშა გუნდმა ამ ტურნირზე?