"იუვენტუსი შესაძლოა სერია ა-დან მოკვეთონ", - იტალიელი ჟურნალისტი
"იუვენტუსი" შეიძლება ევროპის სუპერლიგასთან დაკავშირებული პოზიციის გამო სერია ა-დან მოკვეთონ, წერს Sky Sport Italia-ს ჟურნალისტი, ალესანდრო ალჩიატო.
"ძალიან დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ, რომელმაც უეფას მხარდაჭერა გამოუცხადა, "იუვენტუსი" სერია ა-ს მომდევნო გათამაშებიდან მოკვეთოს".
"აი, რატომ მიდის ამჟამად საუბრები ეპოქალურ რაღაცებზე. ფაქტი არ არის, რომ ეს მოხდება, მაგრამ გამორიცხვაც არ შეიძლება", - ციტირებს ჟურნალისტის სიტყვებს Juventus Magazine.
"იუვენტუსმა", "რეალმა" და "ბარსელონამ" 8 მაისს სუპერლიგასთან დაკავშირებით უეფას გადაწყვეტილებაზე ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ამ კლუბებმა პროექტს თავიანთი ერთგულება გამოუცხადეს.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, ტურინული, მადრიდული და კატალონიური გრანდები ევროთასებს ორი წლით ჩამოაშორონ.