ავტორიზაცია

VIDEO: "ძალიან მსუქანი ხარ", - მატჩის მიმდინარეობისას, პიკემ სუარესს შეურაცხყოფა მიაყენა

თარიღი 09 მაი 2021, 23:12

ესპანეთის ჩემპიონატის 35-ე ტურის ეგიდით, "კამპ ნოუზე" "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" მატჩი გაიმართა, რომელიც ფრედ დასრულდა - 0:0.

ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირება ყოფილი თანაგუნდელების, ლუის სუარესისა და ხერარდ პიკეს შეხვედრა იყო.

ასე და ამგვარად, ესპანელმა ურუგვაელს შეურაცხყოფა მიაყენა, რაც მატჩის რეჟისორებს არ გამორჩენიათ.

როცა სუარესი კატალონიელთა კიპერ მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან შეჯახების შედეგად "ბარსას" საჯარიმოში დაეცა, გერმანელმა უყვირა, შემდეგ კი მასთან პიკე მივიდა.

"უკვე ძალიან მსუქანი ხარ", - შემდეგი სიტყვები უთხრა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მცველმა "როხიბლანკოს" თავდამსხმელს.

მოგეხსენებათ, ლა ლიგის სატურნირო ცხრილში "ატლეტიკო" 77 ქულით ლიდერია, "ბარსელონა" კი 75 ქულით მე-2 ადგილს იკავებს, ხოლო "რეალი", რომლის აქტივშიც 74 ქულაა, თავის შეხვედრას ამ წუთებში მართავს.

"და რეალს ოდესმე მოუგია ზედიზედ 4 მატჩი?", - პიკემ რეალს წაკბინა