ავტორიზაცია

[VIDEO] სეზონი გოლით დაასრულა - ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთში გაიტანა

თარიღი 09 მაი 2021, 23:18

უნგრეთის ჩემპიონატის ბოლო, 33-ე ტურის მატჩში "დიოშგიორი" საკუთარ მოედანზე "ფეჰერვართან" 0-4 დამარცხდა.

სტუმართა შემადგენლობიდან გოლის გატანა მოახერხა ბუდუ ზივზივაძემ 79-ე წუთზე, 90-ე წუთზე კი საგოლე გადაცემა გააკეთა. ზივზივაძე საქმეში 62-ე წუთიდან ჩაერთო.

ფეჰერვარმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონატი მე-3 პოზიციაზე დაასრულა და მიმდინარე ზაფხულიდან კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვებიან, გუნდი ახლოს იყო თასის მოგებასთან, თუმცა ფინალში გიორგი ბერიძის უიპეშტთან წააგეს.

მიმდინარე სეზონში ბუდუ ზივზივაძემ ფეჰერვარის მაისურით 39-ჯერ ითამაშა, 12 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.

ეფექტური შესრულება - ოთარ კიტეიშვილმა ზალცბურგს გაუტანა

გიორგი ჭიაბრიშვილი მსაჯთან ფიზიკურად დაპირისპირებისთვის უმკაცრესად დასაჯეს