ავტორიზაცია

როგორი მდგომარეობაა სერია ა-ს სატურნირო ცხრილში, მილანის მიერ იუვენტუსის განადგურების შემდეგ?

როგორი მდგომარეობაა სერია ა-ს სატურნირო ცხრილში, მილანის მიერ იუვენტუსის განადგურების შემდეგ?
თარიღი 10 May 2021, 00:46

იტალიის სერია ა-ში ნამდვილი ბრძოლაა გამართული.

მართალია, ჩემპიონის ვინაობა ჯერ კიდევ წინა ტურში გაირკვა და „ინტერს“ აღარაფერი ემუქრება, დანარჩენი დრამა ჯერ კიდევ წინაა, რადგან ოთხეულში მოხვედრისთვის ერთბაშად 5 გუნდი იბრძვის.

მას შემდეგ, რაც „მილანმა“ ტურინში 3:0 იმარჯვა, გუნდი 72 ქულით მესამე პოზიციას იკავებს და „ატალანტას“ მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება. მეოთხე ადგილზე „ნაპოლია“ 70 ქულით, მეხუთეზე კი „იუვე“ 69-ით. არც ისე შორსაა „ლაციოც“, რომელსაც 64 ქულა აქვს, მაგრამ ამ ტურში თავისი მატჩი ჯერ კიდევ ჩასატარებელი აქვს და პოტენციურად 67 ქულის დაგროვება შეუძლია.

შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის საკითხი „იუვენტუსზე“ დამოკიდებული აღარ არის - გუნდს იმედი უნდა ჰქონდეს, რომ დარჩენილ მატჩებში რომელიმე კონკურენტი მაინც დაკარგავს ქულებს, თავად პირლოს გუნდს კი მატჩების მოგება სასიცოცხლოდ ესაჭიროება.

დარჩენილ ტურებში, გუნდებს ასეთი მატჩები ელით:

36-ე ტური: 

„ნაპოლი“ – „უდინეზე“
„ატალანტა“ – „ბენევენტო“ 
„ლაციო“ – „პარმა“
„ტორინო“ – „მილანი“
„სასუოლო“ – „იუვენტუსი“

37-ე ტური: 

„იუვენტუსი“ – „ინტერი“
„რომა“ – „ლაციო“
„ფიორენტინა“ – „ნაპოლი“
„მილანი“ – „კალიარი“ 
„ჯენოა“ – „ატალანტა“

38-ე ტური: 

„ატალანტა“ – „მილანი“
„ბოლონია“ – „იუვენტუსი“
„ნაპოლი“ – „ვერონა“
„სასუოლო“ – „ლაციო“.

 
 

სენსაცია ტურინში! მილანმა იუვენტუსი გაანადგურა და ოთხეულიდან ამოაგდო