ავტორიზაცია

როგორი მდგომარეობაა ლა ლიგის სატურნირო ცხრილში, ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე?

როგორი მდგომარეობაა ლა ლიგის სატურნირო ცხრილში, ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე?
თარიღი 10 მაი 2021, 01:15

ლა ლიგაში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.

თითქოს გადამწყვეტ 35-ე ტურში, რომელშიც „ატლეტიკო“ „ბარსელონას“ ხვდებოდა, „რეალი“ კი „სევილაის“, ვერაფერიც ვერ გადაწყდა.

ორივე მატჩი ფრედ (0:0, 2:2) დასრულდა და სიტუაცია დარჩა ისეთივე, როგორიც ამ ტურამდე იყო.

ცხრილს „ატლეტიკო“ 77 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე „რეალია“ 75-ით, რომელიც ურთიერთშეხვედრებით ასწრებს „ბარსელონას“, მეოთხეზე კი „სევილიაა“ 71 ქულით.

როგორც ხედავთ, ყველაფერი ისევ „ატლეტიკოს“ ხელში რჩება, რომელსაც ჩემპიონობისთვის უბრალოდ დარჩენილი სამი მატჩის მოგება სჭირდება. თუ სიმეონეს გუნდს ფეხი დაუცდა, მაშინ ყველაფერი „რეალის“ ხელში გადავა, რადგან ზიდანის გუნდი მთავარ მოწინააღმდეგეებს ურთიერთშეხვედრებით უსწრებს, რაც ესპანეთში გადამწყვეტია.

შემდეგ 3 ტურში, ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდები ასეთ მატჩებს გამართავენ:

36-ე ტური:

„ლევანტე“ – „ბარსელონა“
„ატლეტიკო“ –„ სოსიედადი“
„გრანადა“ – „რეალი“
„სევილია“ – „ვალენსია“

37-ე ტური:

„ბილბაო“ – „რეალი“
„ბარსელონა“ – „სელტა“
„ატლეტიკო“ – „ოსასუნა“
„ვილიარეალი“ – „სევილია“

38-ე ტური: 

„ეიბარი“ – „ბარსელონა“
„რეალი“ – „ვილიარეალი“
„სევილია“ – „ალავესი“
„ვალიადოლიდი“ – „ატლეტიკო“

ოფიციალურად, ლა ლიგა 23 მაისს დასრულდება.

წარმოუდგენელი სანახაობა და დრამა დი სტეფანოზე! რეალი სევილიასთან მარცხს ბოლო წუთზე გადაურჩა, თან მოგებაც შეეძლო