VIDEO: მსაჯმა პენალტი რეალს დაუდო, ვიდეორეფერით გადამოწმების შემდეგ კი თერთმეტმეტრიანი სევილიას სასარგებლოდ დანიშნა
„რეალისა“ და „სევილიას“ მატჩში დიდი დრამა დაიდგა.
მეორე ტაიმში „სევილიამ“ კუთხური მოაწოდა, რომლის შედეგადაც „რეალი“ კონტრშეტევაზე გაიქცა და ბენზემამ პენალტი მოიპოვა. თუმცა, ვიდეორეფერიმ აღმოაჩინა, რომ კუთხურის მოწოდების დროს, ედერ მილიტაომ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და პენალტი არა „რეალის“, არამედ „სევილიას“ სასარგებლოდ დაიდო.