ავტორიზაცია

გიორბელიძის მორიგი ბრწყინვალე მატჩი და მნიშვნელოვანი გამარჯვება

გიორბელიძის მორიგი ბრწყინვალე მატჩი და მნიშვნელოვანი გამარჯვება
თარიღი 10 მაი 2021, 01:25

ავსტრიის ჩემპიონატში გაიმართა საინტერესო დაპირისპირება ვენის "რაპიდსა" და "ვოლფბერგერს" შორის.

პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს.

ბოლო 20 წუთში "ვოლფბსერგერმა" ძალები მოიკრიბა, შეუტია, 2 გოლი გაიტანა და 1:2 მოიგო.

ძირითად შემადგენლობაში იყო "ვოლსფბერგერის" ქართველი მცველი გურამ გიორბელიძე.

გიორბელიძემ 6.9 შეფასება დაიმსახურა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო ორივე გუნდში.

"ვოლფსბეგერს" 26 ქულა აქვს, მე-5 ადგილზეა და ევროზონას მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.

"გულშემატკივარი ამ ყველაფერს ვერ გაიგებდა" - რა შეიცვალა გიორბელიძისთვის უკანასკნელ თვეებში

მორიგი კარგი მატჩი - გიორბელიძე ავსტრიაში საუკეთესოთა შორის მოხვდა