ავტორიზაცია

იუვენტუსმა პირლოს თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო - გაუშვებენ თუ არა იტალიელს დაუყონებლივ?

იუვენტუსმა პირლოს თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო - გაუშვებენ თუ არა იტალიელს დაუყონებლივ?
თარიღი 10 მაი 2021, 17:56

„იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი, ანდრეა პირლო, თანამდებობას „მილანთან“ განადგურებისთანავე (0:3) არ დატოვებს.

ტურინული გუნდის ხელმძღვანელები თამაშის შემდეგ შეიკრიბნენ და დღეს დილით ექსტრენული გასაუბრება გამართეს.

საბოლოოდ, უფროსობამ გადაწყვიტა, რომ 41 წლის სპეციალისტი „სასუოლოსთან“ 12 მაისს გასამართი მატჩის წინ არ გაუშვან და იტალიელს სეზონის ბოლომდე აცადონ.

სერია ა-ს დასრულებამდე სამი ტურით ადრე, ტურინელები მე-5 ადგილს იკავებენ და პირველად 10 წლის შემდეგ, შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდნენ.

მოვლენათა ასეთი განვითარება, პრაქტიკულად გარანტირებულად დატოვებს პირლოს უმუშევარს. მის ნაცვლად გუნდი რამდენიმე სპეციალისტს განიხილავს, თუმცა მთავარი ვარიანტი - გუნდში მასიმილიანო ალეგრის დაბრუნებაა.

ლეგენდარულმა ექს-ფეხბურთელმა ტურინული გუნდი სეზონის სტარტზე ჩაიბარა და ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალამდე მოახერხა მისვლა, სადაც „პორტუსგან" გამოვარდა.

იტალიის თასზე „იუვე" ფინალამდე მივიდა, სადაც მისი მეტოქე „ატალანტა" იქნება.
 

სენსაცია ტურინში! მილანმა იუვენტუსი გაანადგურა და ოთხეულიდან ამოაგდო