ავტორიზაცია

"უდაოდ კარგი ფეხბურთელია", - იუვენტუსში დონარუმას შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურნენ

"უდაოდ კარგი ფეხბურთელია", - იუვენტუსში დონარუმას შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურნენ
თარიღი 10 მაი 2021, 21:11

"იუვენტუსის" სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო პარატიჩიმ "მილანის" გოლკიპერ ჯანლუიჯი დონარუმასადმი ტურინული კლუბის ინტერესზე გავრცელებულ ჭორებზე განცხადება გააკეთა.

"მედია მთელი წლის განმავლობაში წერს ტრანსფერებზე, შეჩვეულები ვართ მუდმივ ჭორებს, რომლებშიც ჩვენი კლუბი ფიგურირებს, ახლა საქმე დონარუმამდეც მივიდა".

"უდაოდ კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ჯანლუიჯი "მილანში" ასპარეზობს", - ციტირებს პარატიჩის სიტყვებს Sky Sport Italia.

შეგახსენებთ, 22 წლის იტალიელ კიპერს მილანურ გრანდთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა სეზონის ბოლოს ეწურება.

Transfermarkt-ის ვერსიით, დონარუმას სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 60 მილიონ ევროს შეადგენს.

რა უპასუხა დონარუმამ გულშემატკივრებს, რომლებმაც მას ულტიმატუმი წაუყენეს?