"თუ რეალში ჩივილი სურთ, მაშინ ეს მათი პრობლემაა", - კუმანმა ზიდანს უპასუხა
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი ესპანეთის ჩემპიონატის 35-ე ტურში "რეალსა" და "სევილიას" (2:2) შორის გამართული მატჩის მსაჯობაზე მადრიდელთა რეაქციას გამოეხმაურა.
"თუ "რეალში" ჩივილი სურთ, მაშინ ეს მათი პრობლემაა", - ციტირებს ჰოლანდიელი სპეციალისტის სიტყვებს Get Spanish Football News.
"მსაჯებსაც აქვთ ეჭვები, ჩვენ კი, მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა, არ ვიცით, როდის არის ხელით თამაში, როდის - არა. ასე ხდება არა მხოლოდ ესპანეთში, არამედ სხვა ლიგებშიც", - დასძინა კუმანმა.
მოგეხსენებათ, აქამდე, "რეალის" თავკაცი, ზინედინ ზიდანი არბიტრის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა, რომელმაც მას შემდეგ, რაც საჯარიმოში ედერ მილიტაოს ბურთი ხელზე მოხვდა, თერთმეტმეტრიანი დანიშნა.
ამ შეხვედრის შემდეგ, "რეალი" ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 75 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ "ატლეტიკოს" ორი ქულით ჩამორჩება. რაც შეეხევა "სევილიას", ანდალუსიელები 71 ქულით მე-4 პოზიციაზე არიან.
"მსაჯობაზე არასოდეს ვსაუბრობ, მაგრამ ახლა გაბრაზებული ვარ", - ზიდანის კრიტიკული განცხადება