ავტორიზაცია

იუვენტუსში პირლოსა და რონალდუს მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთეს

იუვენტუსში პირლოსა და რონალდუს მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთეს
თარიღი 10 მაი 2021, 23:16

"იუვენტუსის" ვიცე-პრეზიდენტი, პაველ ნედვედი ბოლო პერიოდში გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა.

აქამდე არსებული ცნობების თანახმად, ტურინული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ და თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ შეიძლება კლუბი დატოვონ.

"მოკლედ ვიტყვი: პირლო და რონალდუ "იუვენტუსში" რჩებიან", - ციტირებს ნედვედის სიტყვებს ცნობილი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

შეგახსენებთ, "იუვე" გუშინ სერია ა-ს 35-ე ტურში "მილანთან" (0:3) განადგურდა და სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს და არ არის გამორიცხული, ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩეს.

41 წლის პირლო "იუვენტუსს" სათავეში გასული ზაფხულიდან უდგას, 36 წლის რონალდუ კი გუნდში 2018 წლიდან ირიცხება.

ყველაზე დაბალი შეფასება პირლოსთან ერთად - რონალდუს საშინელი მატჩი მილანთან