ავტორიზაცია

სად გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ფინალი? — ESPN-ი ორ ქალაქს ასახელებს

სად გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ფინალი? — ESPN-ი ორ ქალაქს ასახელებს
თარიღი 10 მაი 2021, 23:29

ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა, "მანჩესტერ სიტისა" და "ჩელსის" შორის, ლისაბონში ან ლონდონში გაიმართება, იტყობინება ESPN.

ამ დროისთვის, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის გადამწყვეტი დაპირისპირების ჩატარება სტამბულშია დაგეგმილი. შეხვედრა 29 მაისს შედგება.

ავტორიტეტული გამოცემის თანახმად, მატჩის სხვა ქალაქში გადადების მიზეზი თურქეთის დედაქალაქში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციაა. 

როგორც აღინიშნება, ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის მთავარი პრეტენდენტი ლონდონია ("უემბლი"). უეფა ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოესი 24 საათის განმავლობაში მიიღებს.

მეორე კანდიდატი ლისაბონია. ფინალური მატჩი შესაძლოა "ეშტადიუ და ლუშმა" ("ბენფიკას" სტადიონი) ან "ჟოზე ალვალადემ" ("სპორტინგის" სტადიონი") მიიღოს. პორტუგალია დიდი ბრიტანეთის მთავრობის "მწვანე სიაშია", რაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში ამ ქვეყანაში მოგზაურობას ამარტივებს.

აქამდე, გამოცემა New York Times-მა დაწერა, რომ ფინალი შეიძლება პორტუში გაიმართოს. თუმცა, როგორც უეფაში მიიჩნევენ, "დრაგაუ" გადამწყვეტი შეხვედრისთვის ძალიან პატარაა, თავად ქალაქში კი შეიძლება სასტუმროებთან დაკავშირებული პრობლემები შეიქმნას.

მოგეხსენებათ, თურქეთი წითელი ზონის სიაში მოხვდა, საიდანაც დიდ ბრიტანეთში ჩასულმა მოქალაქემ სასტუმროში საკუთარი ხარჯებით 10-დღიანი კარანტინი უნდა გაიაროს.

"მოლაპარაკებები მიმდინარეობს", - ჩემპიონთა ლიგის ფინალი სხვაგან ჩატარდება?