"გვბომბავენ, ბუნკერებში ჩავედით" - ლევან კუტალია ომის ეპიცენტრშია
სამშაბათს საღამოს პალესტინელებმა ისრაელის ტერიტორიას 130-ზე მეტი რაკეტა ესროლეს. მედია იტყობინება მსხვერპლის შესახებ, მაგრამ მათი ზუსტი რიცხვი არ არის დაზუსტებული.
როგორც იტყობინებიან, ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა ავტობუსს, რომელიც რეისს ასრულებდა თელ-ავივის ქალაქგარეთ. ღაზაში მოქმედ შეიარაღებულ ჯგუფებსა და ისრაელის თავდაცვის ძალებს შორის ცეცხლი ამ დრომდე არ წყდება.
თელ-ავივში მცხოვრები "ჰაპოელ ულ-ჰამის" თავდამსხმელი ამ მომენტში ისრაელში ოჯახთან ერთად იმყოფება და Goal.Ge-სთან საუბარში შემდეგი რამ გაანცხადა: "გვბომბავენ! ახლა ოჯახის წევრებთან ერთად ბუნკერში ჩავედით, ინტერნეტიც წესიერად აღარ იჭერს. ღმერთო გადაგვარჩინე და დაგვიფარე".
"ყველაფერი გადაწყვეტილია, დარჩა მხოლოდ ერთი რამ", - მამარდაშვილი თითქმის ვალენსიელია
ქეცბაია: "ვერ წარმოვიდგენდი, თუ ჩვენს წინააღმდეგ ასეთ საფეხბურთო დანაშაულს ჩაიდენდნენ"